კახა კალაძე: ტაქსების რეფორმა შედგა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა შედგა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დასმული კითხვის პასუხად განუცხადა და დასძინა რომ რეფორმა გრძელდება.
„რეფორმა შედგა. ეს არ არის რეფორმის დასასრული, ეს არის რეფორმის დასაწყისი და ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, ტრანსპორტის მიმართულებით, აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება პირველ ოქტომბერს ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმებს, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ჯარიმები ერთი თვის განმავლობაში, ერთჯერადად ამნისტირებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები