პალიასტომის ტბიდან მკვდარი თევზები გამოირიყა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნული პარკში, პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზის გამორიყვის ფაქტი დაფიქსირდა.

სპეციალისტების ვარაუდით, დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.

მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას სწავლობენ.

წყლის სინჯები უკვე აღებულია და შესაბამის ლაბორატორიებშია გადაგზავნილი. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები