კიევში 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება

უკრაინაში, კიევში 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება.
უკრაინული მედიის ცნობით, დღესასწაული უკრაინელებისა და ქართველების მეგობრობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
„თბილისობის“ ფარგლებში უკრაინის დედაქალაქში გამოფენები და ლიტერატურული საღამოები გაიმართება, დაგეგმილია რამდენიმე ქართველი ავტორის წიგნის პრეზენტაცია და კონცერტიც, რომლის დროსაც ქართული და უკრაინული ეროვნული ცეკვა-სიმღერა იქნება წარმოდგენილი.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კონკურსები, გათამაშებები და ქართული კალიგრაფიის მასტერ კლასი ჩატარდება.
გაიმართება ქართული ღვინის და კერძების გამოფენაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები