ბექა ნაცვლიშვილი: 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმება ჩვენი დამსახურებაა

რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არ არის არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმების მიზნით, ერთჯერადი ბრძანებულება გამოსცეს.
„1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმება დამსახურებაა – ბექა ნაცვლიშვილის, კობა კობალაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, გიორგი ლომიას, ლევან კობერიძის, ზვიად კვაჭანტირაძის. გუშინ, პრემიერ-მინისტრსა და დედაქალაქის მერს წერილი ჩვენ გავუგზვანეთ. მამუკა მდინარაძე კი გამოვიდა და თქვა, რომ ერთჯერად აქტს გამოსცემდნენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არ არის არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები