“გირჩის” ორგანიზებით, თბილისში ფერადი “შმაქსები” გამოჩნდებიან

პოლიტიკური პარტია “გირჩი” ტაქსების რეფორმას უპირისპირდება.

რამდენიმე წუთის წინ პარტიის წევრებმა საგანმანათლებლო პროექტის “შმaxi”-ის პრეზენტაცია გამართეს, რომლის მიხედვითაც “გირჩი” უმუშევრად დარჩენილ ტაქსებს ,,შმაქსაობას” სთავაზობს.

დღეს დედაქალაქში ფერადი ტაქსები იმოძრავებენ – ტრაფარეტებით “შმaxi” .

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება, ის დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ.

ტაქსების ახალი რეფორმა 1 ოქტომბერს შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც თბილისში ყველა ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსის მანქანა თეთრი ფერის და მარცხენასაჭიანი უნდა იყოს. B კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში, ფერზე შეზღუდვა არ არის, ხოლო მარჯვენა საჭეზე შეზღუდვა 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

არსებობს 2 კატეგორია – A კატეგორია, რომელიც იმ ტაქსს მიენიჭება, რომელიც ყველა დაწესებულ სტანდარტს აკმაყოფილებს და B კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ მძღოლს შეუძლია ყოველგვარი ტრაფარეტის გარეშე გამოძახებებზე იმუშაოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები