საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა

იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ხუთი ქულა აქვს და D ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ფიჯელები კი მესამე ადგილზე არიან შვიდი ქულით.

D ჯგუფში რეიტინგი შემდეგნაირად ნაწილდება:

1. უელსი

2. ფიჯი

3. ავსტრალია

4. საქართველო

5. ურუგვაი

“ბორჯღალოსნები” D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები