თედო ისაკაძე: ტაქსების რეფორმა გრძელდება და საზოგადოების ყველა სეგმენტზე დადებითად აისახება
არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს,- ასე აფასებს თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთან კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის დაწყებას.
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის სფეროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად აწესრიგებს. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ტაქსებისთვის რეგულაციების შემოღება.
“მომავალშიც არაერთი სიახლე განხორციელდება, რაც ამ სფეროს მოწესრიგებისკენ იქნება მიმართული და სწორედ საზოგადოების დაკვეთას უპასუხებს. არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, რაც თავისთავად დადებითად აისახება საზოგადოების ყველა სეგმენტზე,“- განაცხადა თედო ისაკაძემ.