აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ბერნი სანდერსი ჰოსპიტალიზირებულია

აშშ-ის 78 წლის დემოკრატმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბერნი სანდერსმა, ამომრჩეველთან ჩანიშნული ყველა შეხვედრა გააუქმა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ 2 ოქტომბერს სიტყვით გამოსვლის დროს პოლიტიკოსმა “გულის არეში უსიამოვნო ტკივილი იგრძნო”.

როგორც სენატორის მრჩეველმა ჯეფ უივერმა განაცხადა, პოლიტიკოსი ჰისპიტალიზირებულია და მას საჭირო პროცედურები ჩაუტარდა. მისი თქმით, სანდერსი კონტაქტურია და კარგ ხასიათზეა.

“მას მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დასვენება დასჭირდება. დაგეგმილ ღონისძიებებს ვაუქმებთ”, – აღნიშნა სანდერსის წარმომადგენელმა.

ბერნი სანდერსი აშშ-ის პრეზიდენტის სავარძლისთვის 2016 წელსაც იბრძოდა. მაშინ მისმა ექიმმა ცნობა გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიტიკოსს კარგი ჯანმრთელობა აქვს და მას გულთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები