ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ლევან ძნელაძე საავადმყოფოდან გაწერეს
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ლევან ძნელაძე საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ლევან ძნელაძის მეუღლე, აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს მიმართავს. მარიკა წერეთელი ამბობს, რომ მის მეუღლეზე თავდამსხმელებს ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველები ჰყავთ და შესაძლოა სასჯელს თავი აარიდონ. მისივე განმარტებით, მიუხედავად ვიდეო ჩანაწერების არსებობისა საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
“მეც მყავს ჩემი ჩიტები, ასე აღმოჩნდა და მირჩიეს რომ მათ ჰყავთ “კრიშები“. ჩიტმა მითხრა იყვნენ საბურთალოს შტაბის დამხმარე ზონდერ-ბრიგადები. ისეთი ლავირება მოახდინეს, რომ ეჭვი არ მეპარება მათ ზონდერ-ბრიგადობაში. მე მათ ვანახებ ზონდერ-ბრიგადობას“, – განაცხადა მარიკა წერეთელმა.