თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობაზე, განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ადგილზე მუშაობდა 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
​უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილზე დარჩება ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანა.
​მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით, ტარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები