უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი მთავრობაში ბრუნდება
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა, შესაძლოა ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავოს.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში წყაროზე დაყრდნობით წერს.
,,იაცენიუკის დაბრუნების მოტივია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რთული მოლაპარაკების გამართვა – თანამშრომლობის განახლებასთან და ფონდის მიერ ახალი საკრედიტო პროგრამის გახსნასთან დაკავშირებით. ექსპრემიერს, რომელსაც დასავლეთში კავშირები აქვს, მისი ლობისტების აზრით, ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება შეუძლია”, – აღნიშნა წყარომ.
ამავე ინფორმაციით, იაცენიუკის კანდიდატურის ლობირებით შს მინისტრი არსენ ავაკოვი და ოლიგარქი ვიქტორ პინჩუკი არიან დაკავებული.
წყაროს ინფორმაციით, ამჟამად იაცენიუკის დანიშვნის ალბათობა 50%-ზე მეტია.
არსენ იაცენიუკი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2014-2016 წლებში იკავებდა.
სექტემბრის ბოლოს ქვეყანას ახალი მინისტრთა კაბინეტი ალექსეი გონჩარუკის ხელმძღვანელობით ჰყავს.