უკრაინის სამმა ტელეარხმა ცენზურა პირზე აკრული შავი წებოვანი ლენტებით გააპროტესტა

უკრაინის სამმა ტელეკომპანიამ ,,Newsone-მა,” “112 უკრაინამ” და ,,Zik-მა” ცენზურის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
ფლეშმობი ტელემაუწყებლის შესახებ, ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც ტელეარხის “112 უკრაინას” სტრუქტურაში შემავალ ექვსიდან ხუთ ციფრულ მაუწყებელს ლიცენზიას არ გაუგრძელებს. “NewsOne-თან” დაკავშირებით რეგულატორმა ლიცენზიის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო, “ZIK-ში” კი, არაგეგმიური შემოწმება დაინიშნა.
ფლეშმობის ფარგლებში ტელეარხებმა ნახევარი საათის განმავლობაში აქტიური მაუწყებლობა შეწყვიტეს. პირდაპირი ეთერი ხმის გარეშე გადიოდა, კადრში მყოფ ჟურნალისტებს კი, პირზე შავი წებოვანი ლენტი ჰქონდათ აკრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები