მამუკა მდინარაძე: ბუნებრივია, ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რადგან სამედიცინო ნარჩენები გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

ამ ინიციატივას პარლამენტი ბუნებრივია მხარდაჭერას გამოუცხადებს გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ნარჩენები ნამდვილად უქმნის მომეტებულ საფრთხეს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას, – ასე აფასებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდას.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრირებაც ამ რეგულაციის შესაბამისი იყოს.

“მკაცრი, სამართლიანი და შეიძლება ითქვას მზრუნველობითია კახი კალაძის ინიციატივა სამედიცინო ნარჩენებთან დაკავშირებული ჯარიმების გამკაცრებაზე.

ამ ინიციატივას პარლამენტი ბუნებრივია მხარდაჭერას გამოუცხადებს გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ნარჩენები ნამდვილად უქმნის მომეტებულ საფრთხეს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრირებაც ამ რეგულაციის შესაბამისი იყოს. ჩვენ ვნახეთ, რომ კახის განცხადებაში დავალებაც იყო მიცემული შესაბამისი სამსახურებისთვის, რომ ადმინისტრირებაც მნიშვნელოვნად გამკაცრდეს.

ეს არის კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ქალაქის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის და თბილისში გარემოს გაუმჯობესებისაკენ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები