რატი იონათამიშვილი: სამედიცინო ნარჩენების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში არევა ეპიდემიის წყაროა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს საფრთხეს უქმნის

სამედიცინო ნარჩენების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში არევა არის ეპიდემიის წყარო, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს საფრთხეს უქმნის, – ასე აფასებს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი პასუხისმგებლობა ესმოდეს.
,,ჩვენი ვალია, ისე უზრუნველვყოთ ნარჩენების მართვა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების საფრთხეები. შესაბამისი გარანტიების შექმნა კი შეუძლებელია აღსრულების ეფექტური მექანიზმებისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გარეშე. ამიტომ მივესალმები თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც პრობლემის განსაზღვრასთან ერთად შესაბამის სამსახურებზე კონკრეტული დავალებებიც გასცა. აქვე აღვნიშნავ, რომ სამედიცინო ნარჩენების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში არევა არის ეპიდემიის წყარო, კანონის დარღვევა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს უქმნის საფრთხეს და მნიშვნელოვანია, რომ ეს თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ, კარგად გვესმოდეს, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები