ილია წულაია: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგად მოწესრიგებულ და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას მივიღებთ
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგად ჩვენ მივიღებთ მოწესრიგებულ და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას, – ასე აფასებს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი, ილია წულაია მერიის მიერ ტაქსის მძღოლებისთვის რეგულაციების დაწესებას.
ილია წულაია აცხადებს, რომ თბილისი თანამედროვე ევროპული ქალაქი უნდა გახდეს.
,,ეს, პირველ რიგში, თბილისელების სურვილია, ამიტომ მხოლოდ მისასალმებელია, რომ დედაქალაქის მთავრობა ეტაპობრივად ნერგავს თანამედროვე სტანდარტებს, მათ შორის ტრანსპორტის სფეროში. ტაქსებისთვის რეგულაციების შემოღება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ცხადია, ყველა რეფორმას ახლავს სირთულეები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ამას თან ერთვის პოლიტიკური სპეკულაციები, რაც საზოგადოებაში იწვევს გაუგებრობას. თუმცა, საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგად ჩვენ მივიღებთ მოწესრიგებულ და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას. წარმატებას ვუსურვებ მერიას ამ საქმეში”, – ამბობს ილია წულაია.