ზაზა გაბუნია: ამ რეფორმის მიზანიც ეს არის, რომ ქალაქს ტაქსების ნაწილში ჰქონდეს ევროპული ქალაქების სტანდარტი და მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია ტაქსის მძღოლებისთვის რეგულაციების დაწესებას აფასებს.

მისი განცხადებით, რეფორმა გულისხმობს ძველი წესების შეცვლას. იმ წესების, რომელიც შესაძლოა იყოს არასრულფასოვანი, ხარვეზიანი და საჭიროებდეს გამართვას და მოწესრიგებას.

,,ამ რეფორმის მიზანიც ეს არის, რომ ქალაქს ტაქსების ნაწილში ჰქონდეს ევროპული ქალაქების სტანდარტი და მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი. მე მაქვს მოლოდინი, რომ რეფორმა ასეთ, დადებით შედეგებს მოიტანს,”- ამბობს ზაზა გაბუნია.

ტაქსების ახალი რეგულაციის მიხედვით, მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილის მფლობელებს ექნებათ უფლება, რომ ტაქსის აბრა დაამაგრონ. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები