აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში აზერბაიჯანელ სტუდენტებს უმასპინძლა
აზრბაიჯანის საელჩომ საქართველოში, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აზერბაიჯანელ სტუდენტებს უმასპინძლა.
საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის დურსუნ ჰასანოვის განცხადებით, შეხვედრაზე სტუდენტების საჭიროებებზე და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება იმ ეთნიკური აზერბაიჯანელების რაოდენობა, რომლებიც სასწავლებლად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს ირჩევენ.
შეხვედრაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტიტესი სტუდენტმა რამილ გახანოვმმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აზერბაიჯანელ სტუდენტებს მიეცეთ საშუალება სტაჟირება საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულ კომპანიებში გაიარონ. სტუდენტების თქმით კარგი იქნება თუ კომპანია სოკარი სტიპენდიას არა მარტო იმ აზერბაიჯანელ სტუდენტებს გადასცემს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, არამედ მათაც ვინც სასწავლებლად აზერბაიჯანიდან ჩამოდიან.
გარდა ამისა, სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია აზერბაიჯანმა საქართველოში არსებული კერძო უნივერსიტეტების დიპლომი აღიაროს და დასაშვებად ცნოს.
როგორც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ report-ს განუცხადა, შეხვედრას 50-მდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტი ესწრებოდა.