აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Javelin-ების მიყიდვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 39 მილიონი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო სისტემების Javelin-ების მიყიდვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
სამი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა, ხოლო კონგრესმა კონტრაქტს ხელი მოაწერა. აღნიშნული არ არის შეყვანილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში, რომლის ოდენობა 250 მილიონ დოლარს შეადგენს.
კიევის მიერ ვაშინგტონისთვის Javelin-ებთან დაკავშირებით მიმართვის შესახებ, ივლისის დასაწყისში გახდა ცნობილი. როგორც უკრაინაში აშშ-ის დროებითმა რწმუნებულმა უილიამ ტეილორმა განაცხადა, პროგრამაში მონაწილეობის სურვილი კიევმა პირველად გამოთქვა.
ივლისის ბოლოს აშშ-ში უკრაინის ელჩმა ვალერი ჩალიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე ლეტალური იარაღის მსხვილ პარტიას მიიღებს.