ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა
ერაყის რამდენიმე პროვინციაში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. შეკრებილები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრას, მთავრობის გადადგომას და სამუშაო ადგილებს ითხოვდნენ.
აქცია, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, მოგვიანებით კი – ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.
ხელისუფლების ოფიციალური მონაცემით, არეულობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი.
ცნობილია რომ დარბევის მიუხედავად, ქუჩებში ხალხის ნაწილი მაინც დარჩა. ხელისუფლებამ საჯარისო ქვედანაყოფები და ჯავშანტექნიკა გამოიყვანა.