უკრაინამ დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსი მინიჭების შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი

უკრაინის საკითხზე მომუშავე კონტაქტურმა ჯგუფმა დღეს დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელსაც “შტაინმაიერის ფორმულა” ჰქვია. ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯგუფმა შეხვედრა ბალარუსში გამართა.

,,ლეონიდ კუჩმამ, რომელიც შეხვედრაზე ოფიციალურ კიევს წარმოადგენს, დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომელიც მანამდე ,,ნორმანდიულ ოთხეულთან” იყო შეჯერებული”,-ამბობს წყარო.

ე.წ. ,,შტაინმაიერის ფორმულა”, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ არის შეთავაზებული, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის განსაკუთრებული წესების ამოქმედებას გულისხმობს.

დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა უკრაინას, რომ ,,შტაინმაიერის ფორმულა” სისრულეში მოიყვანოს.

20 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ,,შტაინმაიერის ფორმულის” ტექსტი გაასაჯაროვა, სადაც საუბარია, რომ განსაკუთრებული სტატუსი დროებით ხასიათს ატარებს დონბასში არჩევნების ჩატარებიდან და შესაძლოა მუდმივ საფუძველზე ამოქმედდეს თუ ეუთოს სადამკვირვებლო მისია დაასკვნის, რომ არჩევნები მაღალ სტანდარტს პასუხობენ. პრისტაიკოს თქმით, ახალ ფორმულირებაში არ არის საუბარი არც საზღვრებზე, და არც საჯარისო დანაყოფების არსებობაზე.

თუმცა, დღეს უკრაინელმა პოლიტიკოსმა რომან ბესმერტნიმ, რომელიც ადრე კონტაქტურ ჯგუფში კიევს წარმოადგენდა დაწერა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი მახეა და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მას ხელი არ მოაწეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები