გამოკითხული ამერიკელების უმრავლესობა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერს

გამოკითხული ამერიკელების 45% ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენდა.
აღნიშნული კვლევა 26-30 სექტემბრის პერიოდში, Reuters-მა და კომპანია Ipsos-მა ერთობლივად ჩაატარეს.
გამოკითხულთა 41% ტრამპის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს, ხოლო 15% პასუხი არ აქვს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ტრამპის იმპიჩმენტს რესპუბლიკური პარტიის მომხრეთა მხოლოდ 13% ემხრობა, თუმცა ეს რიცხვი წინა პერიოდთან შედარებით 3 პუნქტით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები