მოლდოვის პრეზიდენტი გაეროში გამოსვლის გამო გააკრიტიკეს – იგორ დოდონს რუსული ჯარის გაყვანაზე არ უსაუბრია
მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა, საგარეო უწყებამ და პარლამენტარებმა მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის გაეროში გამოსვლა გააკრიტიკეს.
მოლდავეთის პრეზიდენტი იგორ დოდონი 26 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა, სადაც დნესტრისპირეთის კონფლიქტზე, მოლდავეთის ნეიტრალიტეტსა და ეკოლოგიაზე ისაუბრა.
მისი გამოსვლა კრიტიკის საგანი გახდა, მათ შორის სოციალურ ქსელშიც. დოდონს აკრიტიკებენ იმის გამო, რუსულ ენაზე გამოვიდა, ასევე თანმიმდევრული არ არის, რადგან შეუძლებელია მოლდოვის ნეიტრალიტეტზე საუბარი, როდესაც მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი იმყოფება.
ქვეყნის საგარეო უწყებამ კი, ,,გაუწონასწორებელი საგარეო პოლიტიკის” მტკიცებულებად ის ფაქტი დაასახელა, რომ დოდონს გაეროს ტრიბუნიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნა არ დაუყენებია.
პრემიერმა მაია სანდუმ აღნიშნა, რომ პრემიერი მთავრობის პოზიციას არ ასახავს. მისი თქმით, დოდონს გამბედაობა არ ეყო რუსული ჯარის გაყვანა მოეთხოვა.
NewsMaker წერს, რომ დემოკრატიული პარტიის წევრმა, ყოფილმა პრემიერმა პაველ ფილიპმა მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით მიმართა, რომ გასაჯაროვდეს დოდონის გაეროში გამოსვლის ორგანიზების შესახებ ინფორმაცია. ფილიპი ფიქრობს, რომ დოდონს გამოსვლა მთავრობასთან და საგარეპოლიტიკურ უწყებასთან არ შეუთანხმებია.