ერაყში აქცია ცხელი წყლით და ცრემლსადენი გაზით დაშალეს

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადის ცენტრში აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცხელი გაზი გამოიყენეს – მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Shafaq News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
1,5 ათასამდე დემონსტრანტი ქალაქის იმ მოედანზე შეიკრიბა, რომელიც ბაღდადის განსაკუთრებულად დაცულ “მწვავე ზონასთან” არის ახლოს, და სადაც სამთავრობო შენობები და დიპმისიებია განთავსებული.
აღნიშნულია, რომ შეკრებილები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილებს და ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები