თურქი მეცნიერი იზმირის პროვინციაში 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას აანონსებს

თურქეთის აღმოსავლეთით, იზმირის პროვინციაში, 7,0 მაგნიტუდის მიწისძვრაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ თურქეთის გეოლოგთა პალატის გეოლოგმა, ალიმ მურატჰანმა განაცხადა, – წერს გამოცემა Cumhuriyet.
მისივე თქმით, საჭიროა იზმირის მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება
მოხდეს.ერთი კვირით ადრე, თურქეთის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის კანდილის ობსერვატორიის მეცნიერებმა თქვეს, რომ სტამბოლში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაა მოსალოდნელი.
26 სექტემბერს სტამბოლში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 34 ადამიანი დაშავდა და ასობით შენობა დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები