ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა მოცულობის აისბერგი მოსწყდა

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა მოცულობის აისბერგი D-28 მოწყდა, რომელიც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი აისბერგია და რომლის ფართობი 1,6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამიერიდან აისბერგს, რომლის სიგანე 210 მეტრს შეადგენს მეცნიერები ყურადღებით დააკვირდებიან, რადგან ყინულის ასეთი მასა ხომალდებისთვის პოტენციური საფრთხის შემცვლელი იქნება.

უკანასკნელად ეიმერის მყინვარს აისბერგი 1960 წელს მოწყდა, რომლის სიდიდე 9 ათას კვადრატულ კილომეტრს წარმოადგენდა.

თუმცა, როგორც აშშ-ის სკრიპისის ინსტიტუტის პროფესორმა ხელენ ფრიკერმა განაცხადა, აღნიშნული მოვლენა გლობალურ დათბობას არ უკავშირდება.

ამჟამად, აისბერგი დასავლეთით მიემართება. როგორც მეცნიერები იტყობინებიან, ყინულის გიგანტური მასის ბოლომდე დნობას რამდენიმე წელი დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები