ბელორუსიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: რუსული ბაზები არ გვჭირდება

ბელორუსიის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზების განთავსებაში “არც პრაქტიკული, არც პოლიტიკური და არც სამხედრო შინაარსი არ დევს”.

ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა.

საკითხთან დაკავშირებით მოსკოვს და მინსკს არაერთხელ უთქვამთ, რომ ასეთი შესაძლებლობა განიხილება.

თუმცა, ამჯერად მაკეიმ აღნიშნა, რომ საკითხი აქტუალურობას თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ფონზე კარგავს. ასევე მინისტრს ეეჭვება, რომ რუსული ბაზების განთავსება რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას განამტკიცებს.

ამასთან, მაკეი აღნიშნავს, რომ მინსკის გადაწყვეტილება “გარე ძალების გავლენებს არ უკავშირდება”, აქ საუბარია მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე.

მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ბელორუსის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე უარის თქმასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს “არასასიამოვნო ეპიზოდია”. თუმცა ლავროვმა ორმხრივი ურთიერთობების მოკავშირეულ ხასიათს გაუსვა ხაზი.

ბელორუსში უნიკალური რადიოლოკაციური სადგური “ვოლგა” მდებარეობს, რომელიც შორი მანძილიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების დაფიქსირებისთვის არის განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები