ამერიკის შტატ მონტანაში უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ში მონტანას შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. ამის მიზეზი თოვლი და ქარბუქი გახდა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლოებას მოუწოდებს სატრანსპორტო საშუალებებით არ ისარგებლონ. გადაადგილებას ასევე თოვლის დნობაც ართულებს, რომელმაც შესაძლოა წყალდიდობა გამოიწვიოს.
რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დახურულია სკოლები.
მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ ქარბუქი 85 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები