დემონსტრანტებსა და სამართალმაცველებს შორის შეტაკებები გრძელდება
ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლს და პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო.
სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომიტინგეები პოლიციისგან თავს ქოლგებით იცავდნენ. დაკავებულია აქციის ათეულობით მონაწილე. ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
დემონსტრანტები ქუჩაში ქოლგების რევოლუციის 5 წლის თავს აღნიშნავენ. პარალელურად, მათი მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა საარჩევნო კოდექსის შეცვლაა.