ახალქალაქის პოლიციაში მოქალაქემ საბრძოლო მასალა ჩააბარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურაში მცხოვრებმა  სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

“სულ ჩაბარებულია: ტანკსაწინაღმდეგო ნაღმი, „რგდ-5“-ის ტიპის 3 ხელყუმბარა, 2 ფალია, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 38 ვაზნა და 5 საკვამლე კოჭა.გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები