რუსთავში, 15 წლის მოსწავლე ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დილით სკოლაში უნდა წასულიყო, თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცენტრალურ საავადმყოფოს ექიმის, სულხან სამხარაძის განცხადებით, მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა.
ამ დროისთვის, 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.