“ჩვენ ყველა სოფელში, ყველა ადამიანთან მივალთ” – ადგილობრივი ხელისუფლება მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. დეპუტატები მარნეულის მერთან ერთად სოფელ კაჩაგანში მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათგან  პირადად მოისმინეს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს.
“სოფელში ძირითადი პრობლემა სარწყავი წყალია. ასევე გვინდა, რომ საჯარო სკოლის შიდა ტერიტორიის რეაბილიტაცია მოხდეს”,- ამბობობენ ადგილობრივები.
150-კაციანმა მოხალისეთა ჯგუფებმა მოსახლეობაში შეხვედრები დაასრულეს. მათ ადგილობრივებს სპეციალური კითხვარები შეავსებინეს, სადაც იმ პროექტების შესახებ არის ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას სურს, რომ გაკეთდეს 2020 წელს.
მარნეულის მერი ამბობს, რომ სოფლებში, ძირითადად, საბაზისო პრობლემებია მოსაგვარებელი,
“სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა დგას რიგ სოფლებში. ჩვენ უკვე მოვუგვარეთ წყლის პრობლემა ძალიან ბევრ მოქალაქეს და დარჩენილ პრობლემების მოგვარებაზე საქართველოს მელიორაციასთან ერთად ვმუშაობთ”,- აცხადებს ზაურ დარგალი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ნავერიანი კი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წევრები მივლენ ყველა სოფელში.
“ოთხმოცზე მეტი სოფელია მარნეულში, აქედან 60 სოფელში უკვე ვიმყოფებოდით. ჩვენ 2020-ის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მივალთ მოსახლეობასთან და ანგარიშს ჩავაბარებთ, თუ რა პროექტებს განვახორცოელებთ 2020 წლის ბიუჯეტით”, – ამბობს “კვირასთან” საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები