გიორგი ვოლსკი: სწორი დასკვნების გაკეთება არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამაში გვეხმარება სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში

0

ჩვენს საზოგადოებას მუდმივად უწევს მოიგერიოს ან იყოს გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, როდესაც ციფრებით მანიპულირება ხდება და რეალური პრობლემები არ არის გამოკვეთილი, ან გამოკვეთილია ან უტრირებულია და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ, უმრავლესობის წარმომადგენლებს არ გვქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაჭირვება ნამდვილად არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ლაპარაკი იყო 20 ივნისის საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, სახალხო დამცველის თემაა ესეც, მაგრამ მთელი უზნეობა იმაში მდგომარეობს, რომ ტოლობის ნიშანი უნდათ დასვან იმ მკვლელობის ფაქტებს, წამებისა და ადამიანის ღირსების შელახვისა და დამცირების ფაქტებსა და 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს შორის.

„საკმაოდ საინტერესო განხილვა იყო. არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ბოლომდე კმაყოფილი იქნება სახალხო დამცველის მოხსენებით. არის რაღაც საკითხები, რომელიც ჩვენ გვეჩვენება, რომ გარკვეული პოლიტიკური ანგაჟირება ამას გააჩნია, სხვას სხვა აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანობაში საინტერესოა და რაც უფრო კრიტიკული, მომთხოვნი და თუნდაც მწვავე საპირისპირო აზრები გვქონდეს ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება განცდა, ილუზია, რომ ჩვენ ყველა საკითხი, რომელიც დღეს არის აქტუალური, არის მიტოვებული მხოლოდ პოლიტიკური პარტიების შეფასებაზე.

NDI-ს კვლევებზე იყო აქ ლაპარაკი და რაღაც გადაეჭდო თითქოს ეს ორი საკითხი ერთმანეთს, მე პიროვნულად არ მივმართავ არავის, ეს ცოტა უხერხულობას მიქმნის, მით უმეტეს მანდილოსნებს, ვერ გავიგე რა არ მოწონს, ჩემი გვარით ის თემა და იდეა, რაც გავაჟღერე. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის ჩვენი გუნდის შეხედულებები და ამიტომ არის უმრავლესობის ლიდერი-ეგეთი პოზიცია შემოღებული.

2016 წელს, NDI -ის გამოკითხვაში ჩვენ ერთი პროცენტით ვუსწრებდით ჩვენს ოპონენტებს, ახლა კი 10 პროცენტით ვუსწრებთ და თუ მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვედით, ახლა, 10 პროცენტით გასწრების შემთხვევაში, არ ვიცი, რა პროცენტით მოვალთ, მაგრამ ეს არ არის იმდენად შემაშფოთებელი, რამდენადაც შემაშფოთებელია ის, რომ ჩვენს საზოგადოებას მუდმივად უწევს მოიგერიოს ან იყოს გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, როდესაც ციფრებით მანიპულირება ხდება და რეალური პრობლემები არ არის გამოკვეთილი, ან გამოკვეთილია ან უტრირებულია და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ, უმრავლესობის წარმომადგენლებს არ გვქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაჭირვება ნამდვილად არსებობს. მით უმეტეს სოფლებში, ბოლო პერიოდში ჩატარებული არაერთი შეხვედრა გვიჩვენებს იმას, რომ ხალხი, საზოგადოება ძალიან პოზიტიურად აფასებს ტენდენციებს, კარგ შეფასებას აძლევს, მაგრამ ის თემები, რომელიც აქტუალურია, საკმაოდ კარგ დაკვირვებას საჭიროებს.

სწორედ ამიტომ არსებობს სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც კრიტიკულია, გამოდის თავისი პოზიციით ამ საკითხებთან დაკავშირებით და ამას ვერ ცვლის ვერც NDI-ს , ვერც IRI-ს და ვერც ვერანაირი სხვა კვლევა და ამდენად, პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მაღალია ამ ინსტიტუტის, ვიდრე შეიძლება ეს ერთი შეხედვით მოგეჩვენოს.

და ერთ საკითხზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. რაც უფრო მეტი იქნება, რაც უფრო მწვავე იქნება, რაც უფრო დადებითი იქნება შეფასებები, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, მით მეტი იქნება ბრალდებები, მით მეტი იქნება მკვახე სიტყვები. ეხლაც უშველებელი პროექტის პრეზენტაციას ვუყურეთ გუშინ, რომელიც საქართველოს ისტორიას შეცვლის და სავსებით უანგაროდ გაკეთებულია და არც ერთი სიტყვა, რომელს გახსოვთ, შემახსენეთ, ან ოპოზიციამ, ან უმრავლესობამ, რომ ვინმესთვის რამე, ოდესმე დაეყვედრებინოს, ან ვინმესთვის ეთქვას, რომ აი, ეს გავაკეთე და აქედან გამომდინარე უნდა დამაფასოს.

მაგრამ სახალხო დამცველი სწორს ამბობს ალბათ, რომ ასეთი შეფასებები, მკვახე სიტყვები, თუნდაც ბრალდებები, რომელსაც საფუძველი არ აქვს, არ შეიძლება იყოს რაღაც საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცეული და ამისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თემაზე მსჯელობა სახიფათო ზღვარზე გაგვატარებს სიტყვის თავისუფლებისა და პოლიტიკურ ინტერესებს შორის. ეს შეიძლება მოხდეს სხვაგან და საფრანგეთი მოყავთ ხოლმე მაგალითად, მაგრამ ეს დაძაბული ურთიერთობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ასეთი არ გააჩნია განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებს ჯერჯერობით, მაგრამ იმედია, რომ სწორი სვლით ამასაც მივაღწევთ.

ლაპარაკი იყო 20 ივნისის საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, სახალხო დამცველის თემაა ესეც, მაგრამ მთელი უზნეობა იმაში მდგომარეობს, რომ ტოლობის ნიშანი უნდათ დასვან იმ მკვლელობის ფაქტებს, წამებისა და ადამიანის ღირსების შელახვისა და დამცირების ფაქტებსა და 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს შორის.

რასაკვირველია, გამოკითხვისას ადამიანი იტყვის, რომ ძალა იყო გადაჭარბებული, სამწუხარო ფაქტია და ესოდენ მძიმე დაზარალებული გვყავს ორი ადამიანი. მაგრამ ტოლობის ნიშანი არ ისმის, იმიტომ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა იყო, რაც არ უნდა გვაკრიტიკოთ ჩვენ იმაზე, რომ ცხრა წელს ვახსენებთ, ცხრასაც ვახსენებთ და ოცდახუთსაც და გავლილ პერიოდს. სახელმწიფო პოლიტიკა სწორია, რომ უნდა დაიშალოს ის მიტინგი, რასაც არ აქვს ის ლეგიტიმაცია., რაც უნდა ჰქონდეს ასეთ შემთხვევაში, მაგრამ დაიშალოს არა გეგმაზომიერად ისეთი მეთოდით, რომელიც სიკვდილს იწვევს, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჭირისუფალს კუბოს თავსახური არ აახდევინეს მოკლული ადამიანის, რამდენიც გვინდა იმდენი მაგალითი შეიძლება მოვიტანოთ, როცა არათუ კამერიდან გაყვანა არ გაყვანაზე მიდის მსჯელობა და სტრასბურგამდე მივიდა საკითხი. ეს არის ნამდვილი დემოკრატია. შეიძლება არც არის სწორად და სრულფასოვნად გამოძიება ჩატარებული, მაგრამ კამერებიდანაც გაყავდათ და ცხვირპირსაც ამტვრევინებდნენ კამერაშიც და ლოგინის ქვეშ ყავდათ გამომწყვდეული ადამიანები. ეს იყო ფაქტი და ამ განსხვავებას რომ ვხედავთ, არის რეალობა, ჩვენ. მაგრამ საინტერესოა, რომ მოხსენების დროს, ან თუნდაც შეფასების დროს, ჩვენ იმაზე არ ვლაპარაკობთ, რომ აი, თქვენ რომ გაგყავდათ და ცემდით, ჩვენ არ უნდა გაგვეყვანა? ჯანსაღად ვიღებთ ამ პოლემიკას, რაც შეეხება თუნდაც ამ ერთი ადამიანის კამერიდან გაყვანის საკითხს. აი ეს არის მიღწევა. თუნდაც გამოძიება არასწორად და არასრულფასოვნად ჩატარდა და ამაზე მიუთითა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

პენიტენციალური სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ, დანაშაულებები, რომელიც გუშინ სულ არ აღირიცხებოდა და ეს არის ოჯახში ძალადობა, ანდა სექსუალური ლტოლვის გამოხატვა, დამცირება, გარემოს დაცვის თემებს გადახედეთ, რამდენი ათასობით კუბამეტრი შეშა დამზადდა უკანონოდ მოჭრილი ხეებით და სად წავიდა არავინ იცის. მარტო თბილისში, 22 ათასი ხის მოჭრაზე გაიცა ლიცენზია. სკოლა, კვებაზე ხელმისაწვდომობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების ხელშეწყობა, უფასო სასწავლებლები, უფასო საბავშვო ბაღი, ც ჰეპატიტის პროგრამა, ეგო, უცხოელების არისო, თქვენ რა წვლილი მიგიძღვითო. ამის ორგანიზებას განა თანხა არ ჭირდება და განა რესურსი არ ჭირდება. შრომის დაცვის თემა როდის იყო ამ დონეზე, მედიკამენტებით მომარაგება, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის საკითხი. ან ის მოვიგონოთ, ადამიანებმა, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები, ვინმეს როდესმე რამე ყურადღება მიუქცევია? ჯანდაცვის ტემაზე აღარ გავვრცელდები, შეფასებებიც არის და ვიცით ჩვენ ამასთან დაკავშირებით და დევნილების თემა. ახლახანს დევნილებმა მოაწყვეს აქცია და მოითხოვეს მათთვის მეტი ყურადღების მიქცევა, ეს აქციაც ნორმალურია, ყველაფერი ნორმალურია, გარდა იმისა, რომ არ აღვნიშნავთ. არავინ არ ამბობს იმას, რომ ორჯერ თუ სამჯერ მეტია ბინებით დაკმაყოფილება და ყურადღება, რასაც გამოხატავს სახელმწიფო ამ მოწყვლადი ჯგუფის მიმართ და რ დაგავიწყდეთ კიდევ ერთი რამ, უშველებელი რაოდენობა ხალხის, საზოგადოების, არის მისახედი, და მათი შენატანი ბიუჯეტში არ არის, ნულის ტოლია. განა ვინმეს საყვედურს ვეუბნები ამით, მაგრამ ეს რეალობაა და რეალობაა ის, რომ ბევრი პრობლემებია საქართველოში. რეალობაა ის, რომ ამ პრობლემებს ჩვენც კი ჩვენი შემოსავლით ვხედავთ და წარმომიდგენია ადამიანები, რომლებიც დაზარალებულები არიან თუნდაც ვალუტის კურსით. მაგრამ ამას პოლიტიკა როგორც კი გადაეჯაჭვება, იმ წუთში დავინახავთ თუ სად არის ძაღლის თავი დამარხული. დამარხული ძაღლის თავის პოვნა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორი დასკვნების გაკეთება და ამაში გვეხმარება სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში, თუნდაც ბევრი რამ მოსაწონი არ იყოს. მაგალითი მოიყვანა მამუკამ, შემიძლია კიდევ არაერთი მაგალითი მოვიყვანო, სადაც გარკვეული უკმაყოფილება არსებობს და საკმაოდ მწვავე კამათიც შეიძლება ამ თემაზე. მაგრამ რეალობა არის სხვა. რეალობა არის ის, რომ შეიცვალა დამოკიდებულება ხალხის მიმართ, ადამიანის უფლებების მიმართ, ადამიანის მიმართ ზოგადად და ყველა უწყებას ეს ეტყობა. პრობლემები ბევრია, მაგრამ ასეთი სვლით, ასეთი გეზით, მე მგონი, ამასაც დავძლევთ,”-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი