ახალციხეში გარემოვაჭრის მიერ ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აღენიშნება

0

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე გარემოვაჭრის მიერ ნაცემ ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა განუცხადა, პაციენტს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული და ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

“40 წლამდე ქალს კომპიუტერული ტომოგრაფიით ტვინის შერყევა დაუდგინდა. იგი კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. როდის გავწერთ, ეს მდგომარეობაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ხათუნა კეკელაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ახალციხეში შემთხვევა 18 სექტემბერს მოხდა. კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მომხმარებელი სცემა და ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი