“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში, ორ კარიერზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაასრულა (ფოტოკოლაჟი)

ჭიათურაში, სოფელ ზედა რგანში, ორ კარიერზე – ე.წ. კავთელაძეები 2 (4.21 ჰა) და “საშევარდნო“ (6.91ჰა), ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია – შპს “ნეზ გორგიამ” განახორციელა.

“ჯორჯიან მანგანეზის” გარემოს დაცვის დირექტორის, ირაკლი ნოზაძის განცხადებით, სამუშაოების შემდეგი ეტაპი, ზედა რგანში ბიოლოგიური რეკულტივაციის ჩატარება იქნება. მისი თქმით, რეკულტივაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება სოფელ მღვიმევშიც, სადაც ე.წ. ჩაიებისუბანზე 5.64 ჰა ფართობის ტერიტორიის რეკულტივაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სქემის მიხედვით, 2019 წელს რეკულტივაციის სამუშაოები, ჯამურად, 50 ჰექტარზე მეტ ფართობზე, კარიერული წესით დამუშავებულ ტერიტორიებზე განხორციელდება. ამ ეტაპზე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ რეკულტივირებულია 19.73 ჰა ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები