ავღანეთში საჰაერო დაბომბვის შედეგად 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთში საჰაერო დაბომბვის შედეგად სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სხეულის დაზიანება 40-მა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ ,,როიტერი” იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, დაბომბვა აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა განახორციელეს.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამალავების განადგურებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ტერიტორიის მახლობლად შემთხვევით ადგილობრივი ფერმერები დაბომბეს. მოქალაქეები ფიჭვის გირჩებს აგროვებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები