“საპარტნიორო ფონდსა” და “USAID Zrda-ს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სავაჭრო ცენტრ “რუხი მოლში” “საპარტნიორო ფონდსა” და USAID Zrda-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც საპარტნიორო ფონდის აღამასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში “საპარტნიორო ფონდისა” და “USAID Zrda-ს” ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს “საპარტნიორო ფონდის” შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო” განახორციელებს.
სტარტაპერები, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, “USAID Zrda” “საპარტნიორო ფონდისგან” მიღებულ დაფინანსებას გაუორმაგებს. გრანტის მოცულობა კი ჯამში ნახევარი მილიონი დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები