ოზურგეთის ენერგომომარაგება უმჯობესდება

   ოზურგეთის თერთმეტი ქუჩის ენერგომომარგება გაუმჯობესდა. ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, 0,4კილოვოლტის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშოები ჩატარდა – ამის შესახებ „კვირას“ კომპანია „ენერგო-პრო-ჯოჯიადან“ აცნობეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქსელის რეაბილიტაციის შედეგად, მოძველებული და ამორტიზებული სადენები 13185 მეტრი სიგრძის ახალი, იზოლირებული სადენით შეიცვალა, სს”ენერგო-პრო ჯორჯია” წარმატებით განაგრძობს აბონენტების უწყვეტი ენერგომომარაგებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ყველა პროექტის.
სამუშოები უკვე დასრულდა ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, თბილისის, კოსტავას, ბათუმის, ლერმონტოვის, თამარ მეფის, კიტა მეგრელიძის და 26 მაისის ქუჩებზე. სამუშაოები 5 თებერვლიდან, წმიდა გიორგის ქუჩაზე განახლდება და ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება. ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით, სს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშოები ყველა მომსახურეობის ცენტრშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები