ასპინძაში ყირიმ-კონგოს დაავადებით მამაკაცი გარდაიცვალა

ასპინძაში, ყირიმ -კონგოს ჰეპორაგიული ცხელების დიაგნოზით 30 წლის კაცი გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ ახალციხის კლინიკა “იმედში” შეიყვანეს, საიდანაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გადაიყვანა. მამაკაცი გამთენიისას, 14 სექტემბერს გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასპინძის ცენტრის უფროსის მზია პაპაშვილის თქმით, ასპინძაში და მიმდებარე სოფლებში  ყირიმ-კონგოს საშიშროება არსებობს, ამიტომ საჭიროა მოსახლეობამ დაიცვას წესები და დეზინფექცია მუდმივად ჩაუტარონ პირუტყვს.

“ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 13 სექტემბერს შემოვიდა შეტყობინება შემთხვევის შესახებ, ლაბორატორიული ტესტის პასუხი კი დღეს, 16-ში მივიღეთ, რომ ნამდვილად ყირიმ-კონგო იყო.

ასპინძა და მისი სოფლები ყირიმ – კონგოს კერაა, ეს დადასტურებულია. მოსახლეობამ უნდა დაიცვას წესები, მუდმივად ჩაუტარონ დეზინფექცია პირუტყვს და საქონლის სადგომს“,- განაცხადა მზია პაპაშვილმა.

მუნიციპალიტეტში აღნიშნული დაავადებით გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევაა. ასპინძაში გასულ წელს ყირიმ კონგოს ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხივე შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები