ნათია თურნავა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 17 სექტემბერს 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. როგორც Trend-ს ბაქოში, საქართველოს საელჩოში, განუცხადეს დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.
ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება ასევე ეკონომიკის საკითხებში ქართულ-აზერბაიჯანული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომის გამართვა.
ბოლოს ქართულ -აზერბაიჯანული სამთავრობოთაშორისო სხდომა მხარეებმა 2011წლის დეკემბერში გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები