გიორგი გახარია – ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა, რის შემდეგაც პრემიერმა კომენტარი გააკეთა.
“ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს და ეკონომიკას, უფრო ხელსაყრელი შედეგები მიიღოს ამ ხელშეკრულებით.” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ უკვე მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ნაბიჯებს.
„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე. თუმცა, ასევე აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მანდატი აღსრულდეს მთელს ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების, საბაზისო ადამიანების უსაფრთხოების დაცვას და უზრუნველყოფას. ასევე, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ დემოკრატიის საბაზისო ძირითადი ფუნქციები და მათი ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება”, – აღნიშნა პრემიერმა იოანეს ჰანთან ერთად მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები