“ვითიბი ბანკის” თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

13 -დან 15 სექტენბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე – VTB CUP.
შეჯიბრში წარმოდგენილი იყო – წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, ხოლო გენერალური სპონსორი ვითიბი ბანკი.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ მხედრები: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან.
ტურნირის ორი ეტაპი 13 და 14 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ფინალური ეტაპი 15 სექტემბერს ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებული, დიდი და პატარა გრანპრის მფლობელი გახდა ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე.
ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა:
ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ვითიბის თასზე ტურნირი უკვე მეხუთე წელია რაც იმართება, აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული საცხენოსნო სპორტის განვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას.
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები