სასამართლომ საწარმო “ჯეოსთილი” 5000 ლარით დააჯარიმა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საწარმო “ჯეოსთილს” 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. სასამართლომ საწარმო საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსის 43 მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 56-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე მუხლით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა – “გავიგუდეთ” ოფიციალურ ფეისბუქვერდზე “ჯეოსთილის” დარღვევების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტი გამოაქვეყნა. გასაჯაროვდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმი, სადაც საწარმოს მონიტორინგის შედეგად, მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმის თანახმად, ირკვეოდა, რომ საწარმო “ჯეოსთილში” მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირების მიზნით, საწარმოს კუთვნილი ტერიტორია არ ირწყვებოდა, მათ შორის, არც ის ტერიტორიები, სადაც მძიმე ავტოტექნიკა მოძრაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები