“ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან დანარჩენი ოპოზიციისთვის თავისი მოსაზრების თავს მოხვევის მცდელობა”

„ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მოწოდებას ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში არ შევიდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აფასებს.
„ალბათ, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან დანარჩენი ოპოზიციისთვის თავისი მოსაზრების, თუ დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა. აშკარად, ქრონოლოგიურად ეს მოწოდება წინ უსწრებს მოვლენებს, რომელიც რეფორმითა და კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი. კოალიციის შექმნის თემა განხილული და გადაწყვეტილი უნდა იყოს არჩევნების შედეგების გათვალისწინებით და არა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. ეს წარსულში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებების სტილს მაგონებს, როცა ისინი წინასწარ ცდილობდნენ განესაზღვრათ ის, რაც რეალურად მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ და არა პოლიტიკური პარტიის ცალკეულმა ლიდერებმა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ არ შევიდნენ”ქართული ოცნების” კოალიციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები