ვანო მერაბიშვილის ბანერს წითელი საღებავი შეასხეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, წითელი საღებავი შეასხეს. სავარაუდოდ, ოფისის ფასადზე დამონატაჟებული ბანერი “თავისუფლება ვანო მერაბიშვილს” წითელი საღებავით ღამით გადაღებეს. თუ ვინ შეღება ვანო მერაბიშვილის ბანერი, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა „თანასწორობის ფრონტმა“ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოძრავი „წითელი აქცია“ დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ ხსენებული ბანერი ამ აქციის მონაწილეებმა შეღებეს.
“ჩვენი მანქანები მიადგება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების საცხოვრებელ ბინებს, სამუშაო ოფისებს და დაიწყებს მათს მასობრივად შეღებვას იმ სისხლის ფერად, რომელსაც ისინი ამდენ ხანს საქართველოს მოსახლეობას აღვრევინებდნენ. ჩვენი ურყევი მოთხოვნაა, რომ გასამართლდეს ნაც-რეჟიმი, როგორც სისტემურად დამნაშავე ორგანიზაცია და არა როგორც ცალკეული ადამიანები“,- აცხადებდნენ გუშინ აქციის ორგანიზატორები.