ზაზა გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება, ხელისუფლების პრიორიტეტებში რჩება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას თქმით, დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება, პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
“საქართველოს ხელისუფლების ორივე გადაწყვეტილების მიმღები შტო, პარლამენტი და მთავრობა, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას დეცენტრალიზაციის რეფორმაზე.
მინდა სრულად ნათლად და მკაფიოდ ვთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებისთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება და რეგიონების განვითარება, რჩება პრიორიტეტულ საკითხად.
პრემიერმა სესიაზე თქვა, რომ მოვა დრო, როცა ფინანსური რესურსის სრული დელეგირებაც მოგვიწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის სრულფასოვანი დეცენტრალიზაციისთის, მაგრამ ეს ვერ მოხდება დღეს, რაც ექსპერტებმაც შესანიშნავად იციან. ამას სჭირდება დრო და დიდი სამუშაო, ამისთვის ვმუშაობთ მთელი ხელისუფლება.
პრემიერმა თქვა, რომ უნდა ვიმუშავოთ ამისთვის. ვფიქრობ ეს არ არის საკამათო ფრაზები და ეს არ უნდა იწვევდეს იმგვარ აღქმას, რომ თითქოს ხელისუფლება დეცენტრალიზაციის რეფორმას აჩერებს. რეფორმაზე მუშაობა გრძელდება და მე მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც ხელისუფლებასთან ერთად, ჩართულია ამ პროცესში”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები