აშშ-ის დაზვერვა: რუსეთი 2025 წლამდე შეუზღუდავი რადიუსის მოქმედების რაკეტას შექმნის
აშშ-ის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში რუსეთი შეუზღუდავი რადიუსის მოქმედების ბირთვულ რაკეტას შექმნის.
ამის შესახებ CNBC იტყობინება.
„რიგი წარუმატებელი ცდის მიუხედავად, რუსული ბირთვული რაკეტა, ე.წ. შეუზღუდავი მოქმედების რადიუსით, მომდევნო 6 წელიწადში შემუშავდება, იმაზე ნაკლებ ვადაში, ვიდრე ადრე გახდა ცნობილი“, – აღნიშნავენ დაზვერვაში.
მაგალითად, 2018 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალი შეიარაღების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომელთა შორის იყო „ბურევესტნიკი”. მაშინ პუტინმა თქვა, რომ რაკეტა ბირთვულ ენერგიაზე მუშაობს და მოქმედების შეუზღუდავ რადიუსს ატარებს.
„ბურევესტნიკს“ გამოცდა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „Skyfall”, წელს მხოლოდ ერთხელ ჩაუტარდა, მაშინ როდესაც 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე ის 4-ჯერ გამოსცადეს. ყველა ცდა წარუმატებელი იყო.
აშშ-ის დაზვერვაში ამბობენ, რომ „ბურევესტნიკის“ ყველაზე ხანგრძლივი ფრენა 2 წუთს გაგრძელდა, ყველაზე მცირე კი – 4 წამს.
თებერვალში კი „ბურევესტნიკის“ წარმატებულ გამოცდის შესახებ პუტინმა განაცხადა.
ამერიკელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ 8 აგვისტოს არხანგელსკის ოლქში რადიაციის გაჟონვა სწორედ „ბურევესტნიკის“გამოცდას უკავშირდება.
აღნიშული აფეთქების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატებს მსგავსი, მაგრამ გაცილებით გაუმჯობესებული, ტექნოლოგიები გააჩნია.