თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო-“ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც”

ახალგორელმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეებთან შეხვედრას ითხოვს.

“დღეიდან შიმშილობას ვიწყებ. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით – მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ. ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც. ჟურნალისტებს გთხოვთ დაინტერესდეთ, რათა ჩემს შესახებ პროტესტის ადრესატებმა გაიგონ. მეგობრებს სტატუსის გაზიარებას გთხოვთ“, – წერს მეარაყიშვილი.

ცნობისთვის, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში ცხოვრობს. ერთი წლის წინ მის წინააღმდეგ ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის ორი საქმე – ცილისწამება მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება აღძრა, რის საფუძველზეც მეარაყიშვილის თავისუფლად გადაადილება ეკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები