თუშეთში აბანოს უღელტეხილზე დილიდან შეუჩერებლად თოვს

თუშეთში აბანოს უღელტეხილზე წელს პირველად თოვლი მოვიდა. თოვა უღელტეხილზე დილის ათი საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

როგორც “კვირასთან” თეშეთში, ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ აღნიშნა, თოვლის საფარი ერთ სანტიმეტრს არ აღემატება და გზის სავალ ნაწილზე დადებას ვერ ასწრებს, თუმცა თუ უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო პრობლემები შეიქმნება, ტექნიკა ადგილზეა მობილიზებული.

“თოვლი მხოლოდ აბანოს უღელტეხილზე მოვიდა, სოფლებში თოვლის საფარი დაახლოებით 1 სმ. იყო, თუმცა თუშეთში არ მოუთოვია”- აღნიშნა კახოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები