გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

გორთან ავტობანზე ოპელის მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის დაშავებულები „გორმედში” არიან გადაყვანილები და როგორც სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ამჟამად ამბულატორიულ შემოწმებას გადიან.

როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები