ანრი ოხანაშვილი: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და ზოგადად, განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება დაუშვებელია, თუმცა ის მიესალმება პრეზიდენტის მზაობას, რომ ეს საკითხი დაიხვეწოს.
“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და ზოგადად, განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება. ეს უნდა იყოს აქტი, რომელიც საზოგადოებაში დამატებით შეკითხვებს არ გააჩენს და მაქსიმალურ კონსოლიდაციას მოახდენს ამ ჰუმანური აქტისადმი. არის საკითხები, რომლებიც შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. მივესალმები პრეზიდენტის დამოკიდებულებას, რომ ამ საკითხზე დავიწყოთ მსჯელობა და მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამ საკითხების ისე დახვეწა, რომ ერთი მხრივ, შენარჩუნდეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და მეორე მხრივ, არ იყოს ეს პროცესი ისე წარმართული, რომ გააჩინოს შეკითხვები და რაიმე კრიტერიუმებს არ ეფუძნებოდეს. სწორია და მივესალმები, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს და ამაზე დაიწყოს მსჯელობა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.